შესაძლოა Alien-ის ტელესერიალი გამოვიდეს

37 ნახვები

ვცრელდება ჭორები, რომ მალე ვიხილავთ Alien-ის ტელესერიალს , რომლის სიუჟეტი სერიის კინოსამყაროში განვითარდება. წყაროების თქმით, გეგმების შესრულება უკვე დაწყებულია.

არის შანსი, რომ ეს ჭორები სწორი აღმოჩნდება –  მომავალ წელს პირველი Alien-ის გამოსვლიდან მე-40 წლისთავი შესრულდება. თუმცა, ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ დავრწმუნდებით, რადგანაც არაა ცნობილი, თუ ეს სერიალი რომელ სატელევიზიო ქსელზე გაეშვება ან მასზე ვინ იმუშავებს.

Alien (1979).

Alien-ის სერიამ ბოლო წლებში არაერთი წარუმატებლობა განიცადა – მათ შორის დაბალი/საშუალო შეფასებების მქონე თამაშები (Aliens : Colonial Marines, Alien : Isolation), ნეილ ბლომპკამპის (District 9-ის რეჟისორი) Alien ფილმის გაუქმება და 2017-ის Alien : Covenant-ის დაბალი შემოსავალი. ამ უკანასკნელმა კი Fox-ს სიქველის გაუქმებაც გადააწყვეტინა.

პირველი Alien (1979) სამეცნიერო ფანტასტიკის ნამდვილ კლასიკად იქცა და მისი გავლენა ამ ჟანრის არაერთ ფილმსა თუ სერიალში შეინიშნება. ზოგმა შეიძლება ისიც თქვას, რომ მისი ელემენტები ჟანრის კლიშეებადაც გადაიქცა. მაგრამ, ბოლო წლების მიუხედავად, ბრენდს ღირებულება მაინც გააჩნია და ტელესერიალის იდეა ნამდვილად საინტერესო იქნებოდა.

ერთი რამ უნდა აღინიშნოს – მოსალოდნელია, რომ Alien-ის ბრენდს Fox მალე Disney-ს მიჰყიდის (შეთანხმება სავარაუდოდ 2019 წლის ზაფხულში ძალაში შევა). სანახავია, ამას სერიაზე რა გავლენა ექნება.

Alien : Isolation (2014).