GTA 6-ის გამოსვლის თარიღი თავად GTA 5-მა გაგვაცნო

93 ნახვები

უკვე დიდი ხანია მოთამაშეები საუბრობენ და ვარაუდობენ, თუ როდის გამოვა Rockstar-ის პოპულარული თამაშის GTA-ს ახალი მეექვსე ნაწილი. ამის შესახებ ინფორმაცია კი თავად Grand Theft Auto V-მა გაგვაცნო.

მოთამაშეებმა Grand Theft Auto V Online-ის თამაშის პროცესში აღმოაჩინეს საინტერესო ინფორმაცია. თამაშის პროცესში ეკრანზე გამოჩნდა შეტყობინება რომელზეც აღნიშნულია, რომ GTA 6-ის წინასწარი შეკვეთები უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო თამაში კი 2019 წელს გამოვა. რათქმაუნდა მოთამაშეებმა მოახერხეს და აღნიშნული შეტყობინება ფოტოზე აღბეჭდეს და პორტალზე Reddit გამოაქვეყნეს.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოჩნდა თამაშის PlayStation 3 და Xbox 360 ვერსიებში. ამიტომ ზოგი მომხმარებლის აზრით ეს შესაძლოა იყოს ხუმრობა შემქმნელებისგან, ან რაიმე მოძველებული ინფორმაცია რომელიც შემთხვევით გამოჩნდა. როგორც იცით კომპანია 2018 წლის შემოდგომით  პოპულარულ თამაშის Red Dead Redemption 2-ის გამოშვებას გეგმავს. ამის გამო კი მომხმარებლები ნაკლებად ვარაუდობენ ასეთ მცირე მონაკვეთში ასეთი დიდი პროექტების გამოჩენას. წამყვანი ანალიტიკოსების აზრით კი Rockstar-ის პოპულარული სერიის მეექვსე ნაწილს 2020 წლამდე ვერ ვიხილავთ და შესაძლოა თამაში ერთდროულად გამოჩნდეს, როგორც PS4-სა და Xbox One პლატფორმებზე, ასევე ახალი თაობის კონსოლებზე.