პოლონური Game Industry Conference აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დამოუკიდებელ შემქმნელებს Tokyo Game Show-ზე ეპატიჟება

216 ნახვები

როგორცი იცით Tokyo Game Show გახლავთ ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც იმართება სექტემბრის თვეში, ტოკიოს გარეუბან ტიბაში არსებულ საგამოფენო კომპლექსში Makuhari Messe. აღნიშნული გამოფენა გახლავთ ყველაზე მაშტაბური აზიის რეგიონში, რომელშიც უამრავი ცნობილი კომპანია იღებს მონაწილეობას.

აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის დამოუკიდებელი შემქმნელებისა და თამაშებისათვის სპეციალურ სტენდს Game Industry Conference (GIC) რეგიონალური თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერებთან ერთად წარმოგვიდგენს, რომლებიც გახლავთ: České hry (ჩეხეთის რესპუბლიკა), ხორვატიის თამაშების შემქმნელთა ასოციაცია, უნგრეთის თამაშების ასოციაცია, დამოუკიდებელი თამაშების პოლონეთის ფონდი, მოლდოვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაცია და სლოვაკეთის თამაშების შემქმნელთა ასოციაცია.

აღნიშნულ სტენდზე წარდგენის შესაძლებლობა ეძლევათ შემდეგი ქვეყნების წარმომაგდენლებს: უკრაინა, ბელორუსია, ესტონეთი, ლატვია, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვენია, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, ალბანეთი და რაც ჩვენთვის ძალზედ სასიხარულოა ამ ქვეყნების სიაში საქართველოც არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ შემქმნელებს შანსი ეძლევათ საკუთარი ნაშრომი მაღალი დონის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინონ.

მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა კი გახლავთ 6 ივლისი, თუმცა მათ ვინც აღნიშნულ ვადაში ვერ ჩაეტევით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე და მაქსიმალურად შევეცდებით თქვენს დახმარებას, რათა არ გაუშვათ აღნიშნული უნიკალური შანსი ხელიდან. საუკეთესო პროექტებს შეარჩევს რეგიონალური ორგანიზაციებიდან დაკომპლექტებული ჟიური.

TGS 2018-ის ღონისძიება გაიხსნება 20 სექტემბერს და დასრულდება 23-ში.

ბოლოს კი თავად Game Industry Conference-ზე (GIC) მოგახსენებთ

აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, ღონისძიება Poznan Game Arena-სთან ერთან, პოლონეთის ქალაქ პოზნანში. ღონისძიება გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ევროპის მასშტაით, რომელსაც ათასობით სტუმარი ესწრება. ღონისძიებებზე სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ და გაესაუბრონ  წარმატებული სტუდიების წარმომადგენლებს პოლონური თამაშების ინდუსტრიიდან. ასეთი სტუდია კი უკვე რამოდენიმე ასეული გახლავთ პოლონეთში, რომელშიც რამოდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული.

ღონისძიება Game Industry Conference 2018 გაიმართება 11-დან 14 ოქტომბრამდე, რომელშიც 500-ზე მეტი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.