ონლაინ მაღაზია GOG.com კლასიკურ Shadow Warrior-ს უფასოდ გასცემს

21 ნახვები

თამაშების ონლაინ მაღაზია GOG.com სხვა ანალოგიური სერვისების მსგავსად პერიოდულად ანებივრებს მოთამაშეებს უფასო თამაშების გაცემით. ამჯერად სერვისი გვთავაზობს 3D Realms Entertainment-ის კლასიკურ, პირველი პირის შუთერს Shadow Warrior (Classic Complete).

აღნიშნული თამაშის მისაღებად უნდა ეწვიოთ თამაშის გვერდს სერვის GOG.com-ის მაღაზიაში. დარეგისტრირდეთ აღნიშნულ სერვისში ან, თუ უკვე ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი უბრალოდ შეხვიდეთ საიტზე. დაიმატოთ თამაში თქვენს კალათაში, დაადასტუროთ შენაძენი და ამის შემდეგ თქვენს ბიბლიოთეკას კიდევ ერთი უნიკალური თამაში შეემატება.

Shadow Warrior Classic Complete-ის ვერსიაში მოთამაეები მიიღებენ ორ დამატებას: Wanton Destruction და Twin Dragon და სხვა და სხვა ბონუსებს. თამაშში თქვენ მოგიწევთ ნინძა ლო ვანის როლის მორგება და სისხლიან ბრძოლებში მონაწილეობის მიღება, სადაც შეიარაღებაში გექნებათ სხვა და სხვა ცეცხლსასროლი იარაღები და რა თქმა უნდა ხმალი კატანა.

შეგახსენებთ, რომ თამაში გამოვიდა 1997 წლის 13 მაისს, PC პლატფორმაზე.