მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი The Witcher 3-ის მოტივებზე

52 ნახვები

პოლონური სტუდიის CD Projekt RED-ის თამაშს The Witcher 3-ს უამრავი ფანი ყავს. სწორედ ასეთი გახლავთ ანიმატორთა ჯგუფი Mashed, რომლებმაც საკუთარ YouTube-ის არხზე თამაშის მოტივებზე მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი წარმოგვიდგინეს. მულტფილმი შესრულებულია ცნობილი მულტ სერიალის სამურაი ჟეკის სტილში. თავად ჯეკის ფოტოს კი ადვილად აღმოაჩენთ მულტფილმის ერთ-ერთ სცენაში, როდესაც გერალდი შხამის დამზადების პროცესშია გვერდით ფონზე კი ხეზე გამოკრულია პოსტერი სდაც წერია, რომ იძებნება სამურაი ჯეკი, ცოცხალი ან მკვდარი.

მულტფილმი ორ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი მოიცავს ბრძოლის წინა მომზადებას, შხამის დამზადებას და მის ხმალთან შერევას, ხოლო მეორე კი თავად სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას ასახავს სადაც რა თქმა უნდა გერალდი საშინელ მხეცს ამარცხებს.

შეგახსენებთ, რომ თამაში The Witcher 3 გამოვიდა 2015 წლის 19 მაისს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.