გამოქვეყნდა Fallout 76-ის ახალი ტრეილერი, რომელზეც გვიჩვენეს მეგობრებთან ერთად გართობის სხვა და სხვა შესაძლებლობები

44 ნახვები

კომპანია Bethesda-მ გამოაქვეყნა ახალი ტრეილერი, ცნობილი თამაშის Fallout 76-ის სათამაშო პროცესის შესახებ, რომელშიც გვიჩვენეს თუ როგორ შეიძლება თამაშის სამყაროში მეგობრებთან ერთად დროის გატარება.

აღნიშნული კადრები შემქმნელებმა E3 2018-ის ღონისძიებაზე შეზღუდული პუბლიკისთვის აჩვენეს, ახლა კი მისი ხილვა ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი. ტრეილერი შესრულებულია Vault-Tec-ის სტილში, რომელიც გვასწავლის თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ მას შემდეგ რაც დავტოვებთ თავშესაფარ 76-ს და საცხოვრებლად პოსტაპოკალიფსურ სამყაროში გადავინაცვლებთ.

თამაშში შესაძლებლობა გექნებათ მეგობრებთან ერთად იბრძოლოთ მტრების წინააღმდეგ, გაუმკლავდეთ სხვა და სხვა მონსტრებს, დაკავდეთ სხვა და სხვა აქტივობებით, ანდა უბრალოდ მეგობრების წრეში მშვიდად მუსიკის დაკვრით დაკავდეთ. როგორც თავად კადრებიდან ხედავთ თამაში ნამდვილად არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას.

თამაშის მოქმედებები ვითარდება თავშესაფარში 76 (shelter 76), რომელიც მდებარეობს ამერიკის შტატის ვირჯინიის დასავლეთ ნაწილში, ვაშინგტონთან ახლოს. მოქმედებები ხდება რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ატომური ომის დაწყებიდან და პირველ Fallout-ამდე 59 წლით ადრე. აღნიშნულ თავშესაფარში ცხოვრობს 500 გადარჩენილი ადამიანი, რომლებიც 20 წლის გასვლის შემდეგ უნდა გავიდნენ განადგურებულ სამყაროში. თავშესაფარი 76 გახლავთ ერთ-ერთი იმ 17 თავშესაფრიდან, სადაც არ ჩატარებულა ექსპერიმენტები მაცხოვრებლებზე.

თამაში იქნება ორიენტირებული მრავალმომხმარებლურ რეჟიმზე და საჭიროებს მუდმივ კავშირს ინტერნეტთან. თამაშის გავლა ასევე შესაძლებელია ერთი მოთამაშით, თუმცა ეს გაცილებით რთული იქნება, ვიდრე მეგობრების დახმარებით.

თამაშში იქნება 6 სრულიად დამოუკიდებელი რეგიონი, რომლებიც განსხვავებულნი არიან, როგორც არქიტექტურით, ასევე მონსტრებითა და დამატებითი დავალებებით. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება მშენებლობა. მოთამაშეს რუკის ნებისმიერ ადგილას შეეძლება დასახლების გაშენება. თამაშში ასევე იქნება ატომური რაკეტების გასაშვები ადგილები, მათზე კონტროლის მოსაპოვებლად კი თქვენ მოგიწევთ გამშვები კოდის მოძიება.

თამაში გამოდის 2018 წლის 14 ნოემბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.