Redout-ის შემქმნელებმა ახალი თამაში Redout: Space Assault დააანონსეს

7 ნახვები

დამოუკიდებელი სტუდია 34BigThings, რომელიც ცნობილია კოსმიური სარბოლო ჟანრის თამაშით Redout, მუშაობს ახალ თამაშზე იგივე სახელწოდებით, თუმცა ამჯერად სრულიად განსხვავებულ ჟანრში.

Redout: Space Assault გახლავთ კოსმიური შუთერი, რომელშიც მოვლენები 2395 წელში ვითარდება. დედამიწა აღარ არის საცხოვრებლად გამოსაყენებელი პლანეტა, რის გამოც მოსახლეობა ნელ-ნელა იწყებს მის დატოვებას. აღნიშნულ პროცესში კი დიდი როლი უკავია კოსმიურ ფლოტს, რომელიც იწყებს ახალი ადგილის მშენებლობას სიცოცხლის გასაგრძელებლად, მაგრამ არსებობენ ადამიანთა ჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ თავისუფლების მოპოვებას და ახალი გაერთიანების შექმნას.

თამაშში წარმოდგენილი იქნება ბევრი განსხვავებული და საინტერესო მოვლენა. მოთამაშეებს მოუწევთ დაიცვან კოსმიური ქარავანი და ჩაერთონ კოსმოსურ ბრძოლებში. თამაშის დაწყებისას მოთამაშე იმყოფება დამწყების წოდებაზე, ხოლო ბრძოლების წარმოების წარმატების შემდეგ თან და თან აიმაღლებს წოდებას. თამაშს სიუჟეტურ ხაზთან ერთად ექნება მრავალმომხმარებლური რეჟიმიც, რომელშიც ხელმისაწვდომი იქნება მრავალი იარაღი და კოსმიური ხომალდი.

თამაში ნაადრევი სტადიით Steam-ის ონლაინ მაღაზიაში 2019 წლის დასაწყისში გამოვა.