შემქმნელებმა Unavowed-ის გამოსვლის თარიღი გამოაცხადეს

14 ნახვები

სტუდია Wadjet Eye Games, რომელიც ცნობილია თამაშით Blackwell მუშაობს ახალ პროექტზე სახელწოდებით Unavowed, რომელიც გახლავთ რეტრო სტილის, სათავგადასავლო, მისტიური თემატიკის თამაში.

თამაშის დასაწყისში ჩვენ ვირჩევთ თამაშის გმირს, რომლითაც გავივლით თამაშს. სულ ხელმისაწვდომია ექვსი პერსონაჟი რომლების ისტორიაც  განსხვავებულია ერთმანეთისაგან, თუმცა ყველა შემთხვევაში გმირი დასაწყისში ხვდება დემონის კონტროლის ქვეშ და იწყებს ქალაქის განადგურებას. საბედნიეროდ უძველესი ორდენ Unavowed-ის წევრები წინააღმდეგობას ქმნიან. გმირი განთავისუფლების შემდეგ კი იგი აღმოაჩენს, რომ ქალაქში მას აღარაფერი დარჩა, არც სახლი და არც ახლო მეგობრები. ამის შემდეგ კი ის ორდენთან ერთად იწყებს ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ.

Unavowed გახლავთ სტუდიის ყველაზე ამბიციური პროექტი. თამაში გამოდის 2018 წლის 8 აგვისტოს, РС პლატფორმაზე, მოგვიანებით კი მობილურ პლატფორმებზეც ვიხილავთ.