კომპანია Microsoft ამზადებს კლავიატურასა და თაგვს Xbox One პლატფორმისათვის

10 ნახვები

ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Razer და Microsoft ერთობლივი ძალებით ქმნიან თაგვისა კლავიატურის სპეციალურ კომპლექტს Xbox One პლატფორმისათვის.

აღნიშნული ინფორმაცია ქსელში შემთხვევით გახდა ხელმისაწვდომი, საიდანაც ვიგებთ, რომ შემქმნელები ცდილობენ შექმნან მოთამაშეებისათვის მაქსიმალურად მოსახერხებელი პროდუქტი. ახალი მოწყობილობა აიწყობა კომპანია Razer-ის უკვე არსებული მოწყობილობის ბაზაზე. შემქმნელების თქმით კლავიატურა Razer Turret მოხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მოხერხებულად იჯდეს საყვარელ სავარძელში და ასე ითამაშოს თაგვით და კლავიატურით, რადგან აღნიშნულ მოწყობილობას აქვს სპეციალური დამატებითი გასაშლელი დაფა, რომელზეც შესაძლებელია თაგვის მოთავსება. ინფორმაციაში ასევე ნახსენებია კლავიატურა Razer BlackWidow Chroma V2, რომელსაც გააჩნია ღილაკების ნათების ფართო არჩევანი. კომპანია Microsoft-ს სურს ორივე კლავიატურის ფუნქციების ერთ მოწყობილობაში გაერთიანება რომელიც გათვლილი იქნება სპეციალურად Xbox-ის კონსოლურ პლატფორმაზე.

Microsoft ითვალისწინებს იმ მდგომარეობას, რომ კლავიატურითა და თაგვით აღჭურვილი მოთამაშეები უპირატესობაში აღმოჩნდებიან მოთამაშეებთან ვინც თამაშში კონტროლერით იმყოფება, ამიტომ შემქმნელები შეიმუშავებენ აღნიშნული ბალანსის ავტომატურ სისტემას.

Razer და Microsoft აღნიშნულთან დაკავშირებით Xfest-ის ღონისძიებაზე ისაუბრებენ, რომელიც ივლისის დასაწყისში გაიმართება. თავად ფუნქციის მხარდაჭერა კი შესაძლოა შემოდგომიდან გახდეს ხელმისაწვდიმი.