შემქმნელებმა Unravel 2-ის სადემონსტრაციო ვერსია გამოუშვეს

14 ნახვები

კომპანია Electronic Arts-მა საკუთარი კოოპერატიული, სათავგადასავლო ჟანრის თამაშის Unravel 2-ის სადემონსტრაციო ვერსია შემოგვთავაზა. თამაშის დემოს მიღება შესაძლებელია, როგორც PC, ასევე კონსოლურ პლატფორმებზე PS4-სა და Xbox One-ზე. PC პლატფორმის მომხმარებლებს დემოს მიღება ონლაინ მაღაზია Origin-იდან შეუძლიათ, რაც შეეხება კონსოლურ პლატფორმებს, ისინი თამაშს საკუთარი ონლაინ მაღაზიებიდან Playstation Store და Xbox Store-დან მიიღებენ.

თამაშის მეორე ნაწილზე იმუშავა დამოუკიდებელმა სტუდია Coldwood Interactive. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იგი გახლავთ კოოპერატიული ჟანრის თამაში, თუმცა მისი გასვლა ერთი მომხმარებლისთვისაც შესაძლებელია.

თამაშის სადემონსტრაციო ვერსია ხელმისაწვდომი 30 ივლისამდე იქნება.