გაყიდვაში მალე ახალი არკადული სათამაშო ავტომატი Neo Geo MVS გამოვა

52 ნახვები

დღეისათვის კლასიკური ჟანრის თამაშებს ბევრი მოყვარული ყავს და როგორც იცით ბევრი კომპანია აწარმოებს რეტრო სტილისტიკის კონსოლურ პლატფორმებს. სწორედ ასეთი გახლავთ იაპონური კომპანია SNK Playmore, რომელმაც განაახლა და მალე გაყიდვაში გაუშვებს სახლის არკადულ სათამაშო ავტომატს Neo Geo Multi Video System (Neo Geo MVS).

ორიგინალი მოწყობილობა გაყიდვაში 1989 წელს გამოვიდა რომელსაც გააჩნდა მაღალი ხარისხის 2დ გრაფიკა და 16 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი Motorola 68000.

განახლებული Neo Geo MVS აღჭურვილია 3,5 დიუმიანი ეკრანით და კლასიკური ღილაკებით. ავტომატზე ასევე შესაძლებელია ორი კონტროლერის და ყურსასმენის მიერთება. მათთვის კი ვისაც მოწყობილობის ეკრანი არ აკმაყოფილებთ შესაძლებელია მისი უფრო დიდ მონიტორზე მიერთება HDMI კაბელის მეშვეობით. მოწყობილობაში ჩაშენებული იქნება 40-ამდე პოპულარული კლასიკური თამაში.

Neo Geo MVS გაყიდვაში 2018 წლის 25 ივლისს გამოვა და მისი ფასი 105 დოლარი იქნება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია გაიყიდება თუ არა იაპონიის გარეთ.