გამოქვეყნდა GTA V: Nightclubs-ის ტიზერ-ტრეილერი

37 ნახვები

მუსიკალურმა ჯგუფმა სახელად Tale of Us საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელიც მიძღვნილია Rockstar-ის ცნობილი თამაშის Grand Theft Auto V-ის ონლაინ რეჟიმის ახალ განახლებაზე სახელად GTA V: Nightclubs.

ახალი განახლება, რომელიც იქნება აბსოლუტურად უფასო ყველა არსებულ პლატფორმაზე, თამაშში დაამატებს ღამის კლუბების მართვის შესაძლებლობას. მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ საკუთარი ღამის კლუბი, სურვილისამებრ დეტალურად მოირგოს საკუთარ ინდივიდუალურ შეხედულებებზე, როგორც დიზაინის მხრივ, ასევე პერსონალის და მოცეკვავე გოგონების. მოთამაშეს მოუწევს კონკურენტულ გარემოში მუშაობა და საკუთარი ბიზნესის რეკლამირება. ქალაქში რა თქმა უნდა გამოჩნდება ახალი კლუბები, ახალი აქტივობები და დავალებები. თამაშს შეემატება რეალური დიჯეების Solomun, Dixon, Tale of Us და The Black Madonna-ს კომპოზიციები.

განახლება ხელმისაწვდომი 2018 წლის ივლისის თვიდან იქნება, ყველა არსებულ პლატფორმაზე.