გამოქვეყნდა “მტაცებლის” ახალი ტრეილერი

61 ნახვები

კომპანია 20th Century Fox-მა წარმოგვიდგინა ახალი ტრეილერი ცნობილი საშინელებათა ჟანრის ფილმისა მტაცებელი (The Predator). ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენებია კადრები წინა ტრეილერიდან, შემდეგ კი იწყება სრულიად ახალი და საშიში კადრების ჩვენება, სადაც ვხვდებით მტაცებლის სრულიად ახალ ტიპს.

ფილმის სიუჟეტი შემდეგია: პატარა ბიჭუნა ხსნის ქაღალდის ყუთს, რომელშიც უჩვეულო ნივთებს პოულობს. ბიჭი იწყებს თამაშს და სრულიად უნებლიედ ააქტიურებს უცხოპლანეტურ მოწყობილობას, რაც იწვევს უცხო მტაცებლის დაბრუნებას ჩვენს პლანეტაზე. მტაცებლის ხომალდი დედამიწაზე დაშვებისას ზიანდება. ადამიანებს მტაცებლის სხეული მიაქვთ ლაბორატორიაში გამოკვლევის მიზნით. მათ არასათანადოდ შეაფასეს მდგომარეობა და მტაცებლის გაღვიძების შემდეგ იწყება ნამდვილი საშინელება.

ამჯერად ფილმში შევხვდებით სრულიად ახალი ტიპის მტაცებელს, რომელიც ბევრად დიდი და სახიფათოა რადგან მისი სხეული წლების მანძილზე მოდიფიცირებისა და ახალი დეენემის შერევის შემდეგ გაძლიერდა. მათგან დედამიწის დაცვას კი განსხვავებული ხასიათის ყოფილი ჯარისკაცების გუნდი და ფიზიკის მასწავლებელი შეეცდებიან.

ფილმი მსოფლიო კინოთეატრებში 13 სექტემბერს გამოვა.