გამომცემლობა Microids-მა Blacksad-ის ახალი დეტალები და ფოტო კადრები გაგვაცნო

36 ნახვები

ფრანგულმა გამომცემლობა Microids-მა, რომელიც ცნობილია Syberia-ს სერიებით, წარმოგვიდგინა ახალი დეტექტიური ჟანრის თამაში Blacksad: Under the Skin და მისი ფოტო კადრები. აღნიშნული თამაში ეფუძნება Juan-Diaz Canales-ის და Juanjo Guarnido-ს იგივე სახელწოდების ნოველას.

თამაშის მოვლენები მიმდინარეობს გასული საუკუნის ნიუ-იორკში. როგორც გრაფიკულ ნოველაში, ასევე თამაშშიც მთავარი გმირი გახლავთ კერძო დეტექტივი ჯონ ბლექსედი, რომელიც ერთდროულად იძიებს კრივის კლუბის მფლობელის ჯონ დანის მკვლელობასა და მისი მარჯვენა ხელის რობერტ იელის გაუჩინარებას. აღნიშნულ საქმეში კი კატა დეტექტივს დაეხმარება გარდაცვლილი ჯონ დანის ქალიშვილი სონია დანი.

თამაშზე მუშაობს შემქმნელების ორი ჯგუფი: Pendulo Studios და YS Interactive. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2019 წლისათვის, PC, PS4, Xbox One და Nintendo Switch პლატფორმებზე.