Need for Speed MW-სა და HP-ის შემქმნელები ორ ახალ თამაშზე მუშაობენ

17 ნახვები

სტუდია Criterion Games-ის დამფუძნებლები რომლებიც ცნობილნი არიან თამაშებით Burnout, Need for Speed: Most Wanted და Need for Speed: Hot Pursuit, მუშაობენ სარბოლო ჟანრის ორ ახალ თამაშზე.

სტუდია Three Fields Entertainment. სწორედ აღნიშნული სტუდია მუშაობს ახალ თამაშებზე, რომლის დამაარსებლებიც არიან Criterion Games-ის ყოფილი თანამშრომლები. პირველი თამაში გახლავთ Danger Zone 2, რომელშიც მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ გიჟური სისწრაფით შემოიარონ ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის მაგისტრალები. თამაშში სულ ხელმისაწვდომი იქნება 17 განსხვავებული ადგილმდებარეობა.

მეორე თამაში გახლავთ Dangerous Driving, რომელიც გახლავთ სრულიად ახალი პროექტი. თამაში ძირითადად ორიენტირებულია გამანადგურებელ რბოლებზე, რომელშიც იქნება გიჟური ავტოკატასტროფები. თამაშში რბოლები გაიმართება დახურულ სარბოლო ტრასებზე.

თამაში Danger Zone 2 გამოდის 2018 წლის ივლისის თვეში, ხოლო Dangerous Driving გამოვა 2018 წლის ზამთარში. ორივე თამაში ხელმისაწვდომი იქნება PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.