შემქმნელები Gears of War 5-ს PC პლატფორმაზე ნულიდან ქმნიან

33 ნახვები

Gears of War 5-ის შემქმნელების თქმით თამაშის PC ვერსიაზე მუშაობა სრულიად ნულიდან მიმდინარეობს, რათა თამაშის გრაფიკული პარამეტრები ბევრად მაღალ ნიშნულზე ავიდეს კონსოლურ პლატფორმებთან შედარებით.

სტუდია Coalition-ის ხელმძღვანელმა როდ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი დანიშნულება ყოველთვის არის 60 კადრი წამში, ნებისმიერ შემთხვევაში. შემქმნელები Xbox One X-ის ვერსიას ამუშავებენ 4კ გაფარტოებით და 60 კადრით წამში. რაც შეეხება PC პლატფორმას, მისთვის შემქმნელებს ბევრად მაღალი მაჩვენებლის მიცემა სურთ, რის გამოც თამაშის ვერსია აღნიშნული პლატფორმისათვის სრულიად ნულიდან მუშავდება. შემქმნელებს სურთ გამოიყენონ სრული გამოცდილება, რომელიც Gears of War 4-ის შექმნის დროს მიიღეს ოპტიმიზაციასტან დაკავშირებით, რათა შექმნანა თამაში რომელიც მაქსიმალურად მაღალ შედეგს მოიტანს ნებისმიერი კონფიგურაციის PC პლატფორმაზე. ფერგიუსონმა დაამატა, რომ ჯერ დაზუსტებით საუბარი ნაადრევია თუმცა მათ სურთ, რომ PC პლატფორმაზე მიაღწიონ 120 კადრს წამში.

როდ ფერგიუსონმა ასევე ისაუბრა Gears Pop-სა (მობილური MOBA) და Gears Tactics-ზე (სტრატეგია) და განაცხადა, რომ თუ აღნიშნული თამაშები შესძლებენ და ახალ მოთამაშეებს სერიის სამყაროს გააცნობენ მაშინ თამაში მიიღებს კიდევ უფრო მეტ განსხვავებული ჟანრის თამაშებს.

Gears of War 5 გამოდის 2019 წელს, PC და Xbox One პლატფორმებზე. ახალი თამაში გახლავთ Gears of War 4-ის სიუჟეტის გაგრძელება.