The Awesome Adventures of Captain Spirit-ის მიღება უკვე ხელმისაწვდომია, აბსოლუტურად უფასოდ

39 ნახვები

როგორც იცით ფრანგულმა კომპანიამ Dontnod Entertainment-მა E3 2018-ის Microsoft-ის პრესკონფერენციაზე წარმოგვიდგინა ახალი თამაში The Awesome Adventures of Captain Spirit. აღნიშნული თამაში უკვე გამოვიდა და მისი მიღება Steam-ის ონლაინ მაღაზიიდან ნებისმიერ მსურველს აბსოლუტურად უფასოდ შეუძლია. დამატების შემდეგ იგი სამუდამოდ დარჩება თქვენს ბიბლიოთეკაში. თამაშის ასაღებად კი უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს “თამაში.”

თამაშის მთავარი გმირი გახლავთ 10 წლის მეოცნებე ბიჭუნა კრისი, რომელიც ყველა ბავშვის მსგავსად სუპერგმირობაზე ოცნებობს. თამაში გახლავთ Life is Strange-ის მეორე სეზონის პროლოგი. თამაში ხელმისაწვდომია РС, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.