10 წლის ბრიტანელი მოზარდი 8 საათიანი თამაშის შემდეგ საავადმყოფოში აღმოჩნდა

143 ნახვები

როდესაც საყვარელ თამაშს მიუჯდები რთულია აკონტროლო მასზე დახარჟული დრო, თუმცა ვიდეო თამაშებზე დახარჯულმა საათებმა არ უნდა გამოგთიშოთ სოციალური აქტიურობისაგან და თუ ატყობთ, რომ თქვენს საყვარელ თამაშებთან უფრო მეტ დროს ატარებთ, ვიდრე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მაშინ ჯობს სერიოზულად დაფიქრდეთ ამ თემაზე, რათა არ აღმოჩნდეთ 10 წლის ბრიტანელი მოზარდის მდგომარეობაში.

10 წლის ბრიტანელი მოზარდი რომელიც მამასთან ერთად 8 საათის განმავლობაში იჯდა კომპიუტერთან და საყვარელ თამაშებს შეუსვენებლად თამაშობდა, საბოლოოდ საავადმყოფოში აღმოჩნდა. მოზარდს იმის გამო, რომ იგი არ გასულა ტუალეტში და საერთოდ არ განძრეულა საკუთარი ადგილიდან დაეწყო შინაგანი ორგანოების შეშუპება და მშობლებმა საბოლოოდ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მიმართეს. მკურნალმა ექიმმა ჯო ბეგენტმა განაცხადა, რომ ბავშვის პირველი ნახვისას მან იფიქრა, რომ იგი დაავადებული იყო სიმსიმნით, თუმცა სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ყველაფერი კარგად დასრულდა. ექიმმა სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვა ბავშვის მშობლების მიმართ, რადგან ისინი საერთოდ არ ზღუდავდნენ ბავშვს ვიდეო თამაშებში დახარჯული დროისაგან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება ოფიციალურად აღიარა სერიოზულ ფსიქიურ აშლილობად. ასე და ამგვარად ეცადეთ უფრო მეტად დაკავდეთ აქტიური ცხოვრებით და საყვარელი ვიდეო თამაშებისთვისაც დაგრჩებათ საკმარისი დრო.