შემქმნელები Book of the Dead-ის სადემონსტრაციო ვერსიას გვთავაზობენ

34 ნახვები

გრაფიკული ძრავის Unity-ის შემქმნელები ნებისმიერ მსურველს სთავაზობენ პროექტ Book of the Dead-ის სადემონსტრაციო ვერსიის გაცნობას. იმისათვის, რომ მიიღოთ აღნიშნული დემო საჭიროა, რომ ჩამოტვირთოთ გრაფიკული ძრავი Unity და დააყენოთ თქვენს კომპიუტერში. ამ ყველაფრის შემდეგ კი შესძლებთ გაუშვათ პროექტი თქვენს კომპიუტერში და გაეცნოთ საინტერესო ისტორიას რეალურ დროში რენდერინგის შესახებ. პროცესის ნებისმიერ მომენტში გექნებათ შესაძლებლობა დააპაუზოთ და რაკურსი შეუცვალოთ მას.

Book of the Dead-ის შექმის მთავარი იდეა იყო, რომ მოეხდინა გრაფიკული ძრავის ახალი ფუნქციის Scriptable Render Pipeline-ის დემონსტრირება. აღნიშნული ფუნქცია მომხმარებლებს ფართო შესაძლებლობას აძლევს, რომ რეალურ დროში იმუშაონ საკუთარ პროექტზე. Book of the Dead იყენებს ტექსტურებს და ობიექტებს რეალური სამყაროდან, რომლებიც დასკანერებულია სპეციალური ფოტოგრამეტრიული ტექნოლოგიის დახმარებით.

აღნიშნული პროექტის შემქმნელები არ აკონკრეტებენ რა მომავალი ელის მას. განვითარდება თუ არა მომავალში როგორც თამაში, თუ უბრალოდ დარჩება სადემონსტრაციო ვერსიად. დემო ვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალური საიტიდან.