გამოქვეყნდა Fallout 76-ის ახალი ტრეილერი

55 ნახვები

კომპანია Bethesda-მ წარმოგვიდგინა მისი ნაცნობი სერიის პოსტაპოკალიფსური ჟანრის თამაშის Fallout-ის ახალი ნაწილის Fallout 76-ის ახალი ტრეილერი.

ვიდეო გვიჩვენებს თამაშის მოვლენების დაწყებას. დასაწყისში ჩანს მთავარი გმირი, რომელიც გამოდის საკუთარი ოთახიდან თავშესაფრის დაცარიელებულ დერეფნებში და ემზადება წლების შემდეგ გარეთ გასასვლელად. შემქმნელებმა გვიჩვენეს დასავლეთ ვირჯინიის პოსტაპოკალიფსური ხედები, ასევე სხვა და სხვა ტიპის მონსტრები. ტრეილერის მიმდინარეობისას კი მას კომენტირებას უკეტებს ტოდ ჰოვარდი, რომელიც თამაშის სამყაროზე გვესაუბრება.

თამაშის მოქმედებები ვითარდება თავშესაფარში 76 (shelter 76), რომელიც მდებარეობს ამერიკის შტატის ვირჯინიის დასავლეთ ნაწილში, ვაშინგტონთან ახლოს. მოქმედებები ხდება რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ატომური ომის დაწყებიდან და პირველ Fallout-ამდე 59 წლით ადრე. აღნიშნულ თავშესაფარში ცხოვრობს 500 გადარჩენილი ადამიანი, რომლებიც 20 წლის გასვლის შემდეგ უნდა გავიდნენ განადგურებულ სამყაროში. თავშესაფარი 76 გახლავთ ერთ-ერთი იმ 17 თავშესაფრიდან, სადაც არ ჩატარებულა ექსპერიმენტები მაცხოვრებლებზე.

თამაში იქნება ორიენტირებული მრავალმომხმარებლურ რეჟიმზე და საჭიროებს მუდმივ კავშირს ინტერნეტთან. თამაშის გავლა ასევე შესაძლებელია ერთი მოთამაშით, თუმცა ეს გაცილებით რთული იქნება, ვიდრე მეგობრების დახმარებით.

თამაშში იქნება 6 სრულიად დამოუკიდებელი რეგიონი, რომლებიც განსხვავებულნი არიან, როგორც არქიტექტურით, ასევე მონსტრებითა და დამატებითი დავალებებით. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება მშენებლობა. მოთამაშეს რუკის ნებისმიერ ადგილას შეეძლება დასახლების გაშენება. თამაშში ასევე იქნება ატომური რაკეტების გასაშვები ადგილები, მათზე კონტროლის მოსაპოვებლად კი თქვენ მოგიწევთ გამშვები კოდის მოძიება.

თამაში გამოდის 2018 წლის 14 ნოემბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.