გამოქვეყნდა Ashen-ის სათამაშო პროცესის კადრები, რომელიც E3 2018-ზე იქნა ნაჩვენები

28 ნახვები

ქსელში გავრცელდა სტუდია Aurora44-ის როლური, სათავგადასავლო ჟანრის თამაშის Ashen-ის 11 წუთიანი სათამაშო პროცესი, რომელიც ნაჩვენები იქნა Е3 2018-ის ფარგლებში.

თამაშის მოქმედებები ვითარდება სამყაროში, სადაც მზის სხივი არ ანათებს და ირგვლივ ყველაფერი ვულკანურ ბურუსსა და ფერფლშია გახვეული. შემქმნელების თქმით თამაში დამყარებულია ადამიანურ ურთიერთობებზე. სიუჟეტის მიხედვით თამაშის გმირი ეძებს ადგილს სადაც დასახლდება. თამაშს აქვს ღია სამყარო და გააჩნია პასიური მულტიპლეიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეხვდებით მოთამაშეების მიერ შექმნის პერსონაჟებს და შეძლებთ მათთან გაერთიანებას.

თამაში გამოვა 2018 წლის ბოლომდე, PC და Xbox One პლატფორმებზე.