Cyberpunk 2077-ში ხელმისაწვდომი იქნება მესამე პირში თამაში

25 ნახვები

როგორც იცით შემქმნელებმა კომპანიიდან CD Projekt RED E3 2018-ის გამოფენაზე თამაში Cyberpunk 2077 გვიჩვენეს სადაც განაცხადეს, რომ თამაში წარმოდგენილი იქნება პირველ პირში. აღნიშნულმა ფაქტმა ბევრი მოთამაშე შეაწუხა, რადგან ბევრი მათგან კამერის მოძრაობის ისეთივე რეჟიმს ელოდებოდნენ როგორიც ეს კომპანიის ცნობილ თამაშში The Witcher 3-ში გახლავთ (მესამე პირში).

შემქმნელებმა კი განაცხადეს, რომ თამაში ასევე მიიღებს მესამე პირს, თუმცა ეს არ იქნება ისეთი როგორიც მოთამაშეებს წარმოუდგენიათ. მათი თქმით თამაშში შესაძლებელი იქნება მესამე პირზე გადართვა მხოლოდ ავტომობილის მართვის პროცესში, ხოლო სხვა დანარჩენზე მოქმედება პირველ პირში წარიმართება.

შემქმნელების თქმით მოთამაშეებს საშუალება ექნებათ მოიპარონ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება. მათი თქმით თამაშში ხელმისაწვდომი იქნება ასობით სატრანსპორტო საშუალება: მოტოციკლები, ავტომობილები და სხვა სახის ტრანსპორტი. სხვა სახის ტრანსპორტში კი შესაძლოა იგულისხმებოდეს როგორც საფრენი აპარატები, ასევე წყალზე გადასაადგილებელი გემები და კატერები.

თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ეს შესაძლოა იყოს 2019 წელი. თამაში გამოვა რა თქმა უნდა ყველა აქტიურ პლატფორმაზე, PC, PS4-სა და Xbox One-ზე.