ცნობილი გახდა Valkyria Chronicles 4-ის ევროპაში გამოსვლის თარიღი

17 ნახვები

კომპანია SEGA-მ გამოაცხადა ტაქტიკური, როლური ჟანრის თამაშის Valkyria Chronicles 4-ის ევროპაში გამოსვლის თარიღი. კომპანიის განცხადებით თამაში 2018 წლის 25 სექტემბერს გამოვა, PC, PS4, Xbox One და Nintendo Switch პლატფორმებზე.

თამაშის ოფიციალურ საიტზე უკვე შესაძლებელია თამაშის წინასწარი შეკვეთები. თამაშის ფანებისათვის შემქმნელებმა თამაშის რამოდენიმე გამოცემა მოამზადეს.  გამოცემა Launch Edition-ის კომპლექტში ევროპელი მოთამაშეები მიიღებენ ცნობილი ძაღლის რაგნაროკის ფოტოს, ხოლო ამერიკელი ფანები მიიღებენ იგივე ფოტოს საკუთარი კონტროლერების გასაფორმებლად.

სპეციალურ გამოცემა Valkyria Chronicles 4: Memoirs from Battle Edition-ში კი ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური საკოლექციო ყუთი, ტანკის 14 სანტიმეტრიანი ვინილის ფიგურა, ხელოვნების წიგნი და ორი დამატებით დავალება. შემქმნელები თამაშის გამოსვლამდე კიდევ რამოდენიმე გამოცემის მომზადებას გეგმავენ.