შემქმნელები Destiny 2-ს PS4 პლატფორმაზე რამოდენიმე დღით უფასოდ გასცემენ

27 ნახვები

კომპანია bungie PS4-ის მომხმარებლებს სასიხარულო აქციას სთავაზობს. მათთვის ვისაც არ გაქვთ თამაშის შეძენის საშუალება და ძალიან გსურთ მის სამყაროში გასეირნება, შემქმნელები თამაშს რამოდენიმე დღით აბსოლუტურად უფასოდ გასცემენ. რაც მთავარია თამაშს არ ექნება არანაირი შეზღუდვა რადგან შემქმნელები თამაშის სრულ ვერსიას გვთავაზობენ. შეგიძლიათ ჩაერთოთ მრავალმომხმარებლურ ბრძოლებში ან კოოპერატიულ რეჟიმში მეგობართან ერთად ისიამოვნოთ.

აქცია დაიწყება 29 ივნისს და გაგრძელდება 2 ივლისამდე. თამაშის წინასწარი ჩამოტვირთვები უკვე დაწყებულია. მათთვის კი ვინც თამაშის ყიდვას გადაწყვეტს აღნიშნული დროის განმავლობაში თამაში ფასდაკლებით გაიყიდება. თქვენს მიერ განვლილი პროგრესი კი შეინახება და აქციის დასრულების შემდეგ ნაყიდ ვერსიაში თავისუფლად შეძლებთ თამაშის გაგრძელებას.