ქსელში გავრცელდა კადრები ქალი საოცრების მეორე ნაწილის გადასაღები მოედნიდან

45 ნახვები

ქსელში გავრცელდა კადრები ფილმ ქალი საოცრების (wonder woman 2) მეორე ნაწილის გადასაღები მოედნიდან. როგორც ცნობილია ფილმის მოვლენები ვითარდება 1984 წელში.

კადრებზე ნაჩვენებია ორი სცენა. პირველ სცენაზე ვხედავთ ცნობილ ქალ საოცრებას (გალ გადოტი) და კაპიტან სტივ ტრევორს (კრის პაინი). გადაღებები მიმდინარეობს შენობის აივანზე სადაც გმირები რაღაცაზე კამათობენ რის შემდეგაც მთავარი გმირი ბრუნდება ოთახში. მეორე სცენა კი უკვე მიმდინარეობს ქუჩაში, სადაც ქალი საოცრება უკვე ტრადიციულ სამოსში სპეციალურად მომზადებულ კონსტრუქციის დახმარებით თამაშობს.

 

 

ალბათ ბევრი გაგაკვირვათ კაპიტანი სტივ ტრევორის ხილვამ ფილმის მეორე ნაწილში, რადგან როგორც იცით იგი პირველი სერიის დასასრულს იღუპება, თუმცა მეორე სერიაში კვლავ გვიბრუნდება. როგორ მოხდება მისი გაცოცხლება ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია ფილმის მთავარი უარყოფითი გმირი. ეს იქნება ქალი ლეოპარდი, რომლის როლსაც კრისტენ უიგი ითამაშებს.

ფილმის გამოსვლა დაგეგმილია 2019 წლის 1 ნოემბრისათვის.