დეტალები Anthem-ის სამყაროს შესახებ

24 ნახვები

როგორც იცით E3 2018-ის გამოფენაზე შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს პოსტაპოკალიფსური თამაშის Anthem-ის სათამაშო პროცესი, რომლის სამყარო სავსეა საიდუმლოებებითა და საოცრად ლამაზი და ამავე დროს სახიფათო ადგილებით.

თამაშის მოვლენები ვითარდება ალტერნატიულ სამყაროში Anthem, სადაც არსებობენ ღმერთები, თუმცა მათ ნაადრევად დატოვეს იგი. ღმერთებმა დაიწყეს სამყაროს შექმნა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო რომლებზეც არაფერი ვიცით, მათი ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ შესრულდა. ღმერთების წასვლის შემდეგ სამყაროში დარჩა უძველესი რელიქვიები, რომლებიც დღემდე განაგრძობენ სამყაროს გარემოზე ზემოქმედებას და ცვლიან მის სტრუქტურას. სამყაროში არსებული არტეფაქტებისა და რელიქვიების გამო მოსახლეობას აქვს მოსაზრება, რომ ღმერთებმა მათი სამყარო ადრე დანიშნული დროის მიხედვით დატოვეს, რის გამოც არ ეყოთ დრო დაწყებულის დასასრულებლად.

როდესაც არტეფაქტები გააქტიურებულია მათ შეუძლიათ გაანადგურონ და ასევე შექმნან რაღაც. ხალხი კი ამ ყველაფერს აღიქვამს, როგორც დაუსრულებელი სამყაროს ნიშანს. შესაძლოა შემქმნელების თავდაპირველი მიზანი სრულებით სხვა იყო, ანდაც სწორედ ის რაც დარჩა სამყაროში მათი წასვლის შემდეგ.

Anthem-ის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ღმერთებმა სამყარო სწორედ იმ უძველესი რელიქვიების დახმარებით შექმნეს, რომლებიც მიმოფანტულია მათ ირგვლივ. ადამიანთა სხვა და სხვა ჯგუფებს ყველას საკუთარი მოსაზრება გააჩნია, როგორც არტეფაქტებთან დაკავშირებით ისევე მასში არსებულ ძალასთან.

თამაშის მთავარი საიდუმლოება გახლავთ სამყაროს შექმნის მიზანი და მათი შემქმნელები. მოთამაშეები მოირგებენ დაქირავებული მებრძოლის როლს, რომლებთაც მოუწევთ შეასრულონ არანორმალური დავალებები, რათა არსებული სამყარო შედარებით უსაფრთხო გახადონ. ისტორიის დასაწყისში მებრძოლები რთულ გზას გაივლიან, რადგან მოსახლეობას დაკარგული აქვს ნდობა მათ მიმართ. თქვენ კი მოგიწევთ დაიბრუნოთ მათი ნდობა და დაარწმუნოთ ისინი თქვენი არსებობის საჭიროებაში.

თქვენ არ ხართ რჩეული, თქვენ ხართ ალიანსის წევრი. ირკგვლივ კი რა თქმა უნდა მოხდება საოცარი მოვლენები, თუმცა ისინი არაა გათვლილი ერთ კონკრეტულ პერსონაჟზე.  მარკ გემბელი აღმასრულებელი პროდიუსერი.

Anthem გამოდის 2019 წლის 22 თებერვალს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.