გამოქვეყნდა Overkill’s The Walking Dead-ის სათამაშო პროცესის ვიდეო

82 ნახვები

პორტალმა Polygon გამოაქვეყნა ზომბი პოსტაპოკალიფსური ჟანრის თამაშის Overkill’s The Walking Dead-ის სათამაშო პროცესის ვიდეო. შემქმნელებმა პორტალის ჯურნალისტებს საშუალება მისცეს, რომ დაეტესტათ თამაში. აღნიშნული ვიდეო 22 წუთის მანძილზე მიმდინარეობს და მოიცავს ერთი დავალების გავლას.

თამაშის გარემო კარგადაა წარმოდგენილი. მიტოვებული ქალაქი, სადაც მხოლოდ სისხლის მსმელი ზომბები დააბიჯებენ, თუმცა არსებობს ასევე ადგილები, სადაც ადამიანთა სხვა დაჯგუფებები ცხოვრობენ, რომლებიც ნამდვილად არ არიან ზომბებზე ნაკლებად საშიშნი. ვიდეოზე ნაჩვენებია თამაშის სხვა და სხვა კომპონენტები, მაგალითად: თამაშში დაზიანება შესაძლებელია მოგაყენოთ როგორც ზომბებმა და სხვა ადამიანებმა ცივი იარაღებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით, ასევე თამაშში არსებულმა ხაფანგებმა, რომლებიც სხვა და სხვა ადგილებშია დამონტაჟებული, თუმცა მათი განეიტრალება შესაძლებელია სპეციალური ბრტყელტუჩას დახმარებით.


თამაში გამოდის 2018 წლის 6 ნოემბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.