გამოქვეყნდა Islands of Nyne: Battle Royale-ის სათამაშო პროცესის ტრეილერი

39 ნახვები

კომპანია Define Human Studios-მა გამოაქვეყნა Islands of Nyne: Battle Royale-ის სათამაშო პროცესის ტრეილერი. ახალ ტრეილერში წარმოდგენილია დინამიური ბრძოლები, რომლებშიც გამოყენებულია სხვა და სხვა ტიპის იარაღები. თამაში გახლავთ Battle Royale ჟანრის, რომელიც წარმოდგენილია პირველ პირში. პროექტი გახლავთ პირდაპირი კონკურენტი ცნობილი თამაშებისა Fortnite და PUBG.

თამაშში ხელმისაწვდომი იქნება სამი სათამაშო რეჟიმი: ერთ მოთამაშიანი, ორ მოთამაშიანი და გუნდური, რომელიც გათვლილი იქნება 4 მოთამაშეზე.

თამაშში მოვლენები ვითარდება უცხოპლანეტურ რუკებზე, სადაც 100 მოთამაშე ხვდება ყველანაირი ეკიპირების და შეიარაღების გარეშე. მოთამაშეებს მოუწევთ თავის გადარჩენისათვის სასიკვდილო ბრძოლაში ჩაბმა. მანამდე სანამ არ დარჩება ერთი გამარჯვებული ცოცხალი მოთამაშე. პროექტი სხვა ანალოგებისაგან განსხვავდება, როგორც მრავალი და განსხვავებული სათამაშო რუკებით და სამეცნიერო ფანტასტიკური სტილისტიკით, ასევე ინვენტარის სისტემითაც, რომელიც არ იძლევა ბევრი ნივთის ტარების საშუალებას.

Define Human Studios თამაშზე უკვე მესამე წელია მუშაობს. თამაში მუშავდება Unreal Engine-ის უკანასკნელ ვერსიაზე. თამაშის ნაადრევი სტადია PC პლატფორმაზე 12 ივნისიდან გამოჩნდება. თამაშის ფინალური ვერსიის გამოსვლის შემდეგ კი შემქმნელები თამაშის PS4-სა და Xbox One პლატფორმებზე გამოშვებასაც გეგმავენ.