Octopath Traveler-ს არ ექნება არანაირი დამატება

5 ნახვები

როგორც ირკვევა Nintendo-ს როლური ჟანრის თამაშს Octopath Traveler-ს არ ექნება არანაირი დამატება. აღნიშნულის შესახებ თამაშის პროდიუსერმა მასასი ტაკაჰასიმ პორტალ Dengeki Online-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ტაკაჰასის თქმით ისინი სრულფასოვან თამაშს გამოუშვებენ, სადაც მოთამაშეები ერთი გავლით ძირეულად გაეცნობიან თამაშის სრულ ისტორიას.

თამაშის გასავლელად მოთამაშეებს დასჭირდებათ 50-60 საათიანი სათამაშო პერიოდი, ხოლო თუ მოისურვებთ, რომ თამაშში შეასრულოთ ყველა შემოთავაზებული ქვესტი და დამატებითი მისია ამისათვის 80-100 საათიანი პერიოდი დაგჭირდებათ.

Nintendo eShop ონლაინ მაღაზიაში უკვე ხელმისაწვდომია თამაშის სადემონსტრაციო ვერსია, რაც მოიცავს თამაშის პირველ თავს და 8 გმირს. აღნიშნულ ვერსიაზე განვლილი პროგრესი კი შეინახება და თამაშის სრული ვერსიის ყიდვისას მისი გადატანა მოხდება.