State of Decay 3-ზე სტუდია Undead Labs იმუშავებს

21 ნახვები

კომპანია Microsoft-მა განაცხადა ახალი კომპანიის Undead Labs-ის შესყიდვის შესახებ. კომპანიის გეგმების მიხედვით კი ახალი სტუდია იმუშავებს საშინელებათა ჟანრის თამაშის State of Decay-ის ახალ მესამე ნაწილზე.

როგორც იცით Xbox-ის ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა Microsoft-ის E3 2018-ის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანიას ხუთი ახალი სტუდია შეუერთდა, სწორედ ერთ-ერთი მათგან კი გახლავთ აღნიშნული Undead Labs. როგორც ირკვევა ახალი თამაში იქნება სრულფასოვანი მრავალმომხმარებლური ММО, რომლისთვისაც კომპანია დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.

როგორც იცით თამაშის უკანასკნელი სერია State of Decay 2 22 მაისს გამოვიდა, PC და Xbox One პლატფორმებზე. თამაში გახლავთ მრავალმომხმარებლური, კოოპერატიული, საშინელებათა ჟანრის, რომლის მოვლენები პოსტაპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება.