CD Projekt RED-ის წარმომადგენელმა Cyberpunk 2077 მრავალმომხმარებლურ რეჟიმთან დაკავშირებით ისაუბრა

5 ნახვები

როგორც იცით შემქმნელებმა ცნობილი პოლონური კომპანიიდან CD Projekt RED, E3 2018-ის გამოფენაზე ყველასათვის საინტერესო Cyberpunk 2077-ის ტრეილერი წარმოგვიდგინეს. აღნიშნულის შემდეგ ბევრმა მოთამაშემ დაიწყო თამაშის შედარება Rockstar-ის ცნობილი სერიის თამაშთან GTA-სთან და გამოთქვეს ვარაუდი, რომ თამაშს შესაძლოა ჰქონდეს ანალოგიური მრავალმომხმარებლური რეჟიმი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პოლონური კომპანიის წარმომადენელმა პატრიკ მილსმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შემქმნელების ყურადღება და შესაძლებლობები მთლიანად თამაშის სიუჟეტური ხაზისკენაა მიმართული, რადგან შემქმნელებს სურთ, რომ მოთამაშეებმა ძლიერი და განსაკუთრებული შგრძნებები მიიღონ თამაშის სიუჟეტიდან. სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე აღნიშნულ რეჟიმზე მუშაობა არ მიმდინარეობს, თუმცა მისი თქმით შესაძლებელია, რომ მრავალმომხმარებლური რეჟიმიც ვიხილოთ თამაშში, მაგრამ ეს მხოლოდ თამაშის გამოსვლის შემდეგაა შეიძლება მოხდეს.

როგორც იცით თამაში სრული ვერსიისაგან საკმაოდ შორსაა და სავარაუდოთ თამაში უკვე მომავალი თაობის კონსოლურ პლატფორმებზე გამოვა (ასევე ამჟამინდელზეც).