ჰიდეო კოძიმამ Death Stranding-ზე ახალი დეტალები გაგვაცნო

25 ნახვები

ჰიდეო კოძიმამ კითხვა პასუხის რეჟიმში მის ახალ პროექტზე Death Stranding-ზე ისაუბრა, რომელიც დიდი ინტერესით სარგებლობს ნებისმიერ მოთამაშეში.

კოძიმას თქმით თამაშის შექმნის დროს იდეა მდგომარეობდა შემდეგში, რომ შეექმნათ თამაში, სადაც ძირითადი დანიშნულება არ იქნებოდა ძალადობა. თამაშის მთავარი გმირის სემის (ნორმან რიდუსი) დანიშნულება გახლავთ სამყაროს აღდგენა. კოძიმას თქმით მას თამაშის კონცეფციის ასახსნელად სამი საათი მაინც დასჭირდება, თუმცა ეს არ გაუკეთებია. დროის დიდი ნაწილი მან თამაშში ახალ გამოჩენილ პერსონაჟს ლინდსი ვაგნერს დაუთმო.

თავად ლინდსი ვაგნერმა კი განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი ყველა სხვა თამაშისაგან განსხვავებულია, თავად კოძიმა კი ძალიან ღრმა ადამიანია, რომელიც არ ფიქრობს კლიშეებით. როგორც იცით კოძიმა 70-იან წლებში აქტიურად უყურებდა სერიალს The Bionic Woman, რომელშიც ლინდსი ვაგნერი მთავარ როლს ასრულებდა. აღნიშნული სერიალის გარკვეულმა ელემენტებმა გავლენა მოახდინეს დიზაინერის შემდგომ პროექტებზე. თამაშში ლინდსი ვაგნერი მონაწილეობას მიიღებს როგორც ანიმაციების შექმნის სცენებში, ასევე პერსონაჟის გახმოვანებაში. კოძიმამ დაამატა, რომ ვაგნერი პროექტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ მას შეუძლია პერსონაჭის საჭიროდ წარმოჩენა.

როგორც იცით აღნიშნული მსახიობის გარდა თამაშში კიდევ ერთი ქალი პერსონაჟი გამოჩნდა, თუმცა თამაშში იქნება მხოლოდ ერთი სათამაშო გმირი სემი (ნორმან რიდუსი). კოძიმას ასევე დაუსვეს კითხვა მადს მიკელსენის შესახებ, რომელიც ასევე თამაშის ერთ-ერთი პერსონაჟია. როგორც იცით მან ცოტა ხნის წინ განაცხადა შემდეგი: როგორც მე მსმენია თამაშის ძირითადი იდეა მდგომარეობს მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხიდან განსხვავებული ადამიანების ზემოქმედებაზე თამაშში. ეს ნამდვილი ფანტასტიკაა. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. იმ მცირე დეტალებზე დაყრდნობით. რაც მე ვნახე. მაძლევს საშუალებას ვიფიქრო, რომ ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მინახავ და კოჯიმა კიდევ არაა შედეგით კმაყოფილი. ეს იქნება ნამდვილი საოცრება. ——- მედს მიკელსონი (Mads Mikkelsen).  აღნიშნულთან დაკავშირებით კოძიმამ მოკლე პასუხი გაგვცა და აღნიშნა, რომ მიკელსენი არ შემცდარა.

დიზაინერმა ასევე განაცხადა, რომ თამაშში შესაძლებელი იქნება ბრძოლაც, თუმცა არსებობს სხვა მრავალი გადაწყვეტა, რომ მოთამაშეებმა დაპირისპირებას თავი აარიდონ. მთავარ გმირს ასევე ექნება ცეხლსასროლი იარაღი, თუმცა ეს არ გახლავთ მნიშვნელოვანი. დიზაინერის თქმით ის არავის არ აძლევს იარაღის გამოყენების რეკომენდაციას და თუ რატომ ამას თავად თამაში მიგახვედრებთ.