ცნობილი გახდა ნეროს გარეგნობის ცვლილების მიზეზი

15 ნახვები

Capcom-მა მოქმედებითი, სათავგადასავლო ჟანრის თამაშის Devil May Cry-ის ახალი მეხუთე ნაწილი წარმოგვიდგინა. თამაშის ტრეილერზე წარმოდგენილმა ცნობილმა პერსონაჟმა ნერომ კი საკუთარი გარეგნობით ბევრი მოთამაშე გააკვირვა.

გამოფენის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეროს გარეგნობის ცვლილება გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ის გარეგნულად განსხვავდებოდეს მეორე ცნობილი გმირისაგან (დანტე). პირველ რიგში გარეგნობამ უნდა აჩვენოს სხვაობა აღნიშნულ პერსონაჟებს ასაკს შორის, ასევე ახალი გარეგნობით ცხადი ხდება ნეროს წარმომავლობა. როგორც იცით ნეროს მამა გახლავთ ვირჯილი, რომელიც ასევე არის დანტეს ძმა.

თამაშის ფანებმა ნეროს ახალი გარეგნობის ხილვისთანავე დაიწყეს საუბარი, რომ იგი ძალიან ჰგავს ახალგაზრდა ვირჯილს. შემქმნელებისათვის კი ეს სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა, რადგან მათი სამუშაო სწორედ ამას ითვალისწინებდა.

როგორც იცით თამაშზე მუშაობს რეჟისორი ჰიდეკი ისუნო, რომელიც მუშაობდა თამაშის მესამე და მეოთხე სერიებზე. მისი თქმით თამაშის მეხუთე ნაწილი გახლავთ სერიების პირდაპირი გაგრძელება. თამაში მუშავდება სათამაშო ძრავაზე RE Engine (Resident Evil 7). თამაშში იქნება სამი სათამაშო პერსონაჟი, აქედან ორი ცნობილია და ესენი გახლავთ დანტე და ნერო, ხოლო მესამე პერსონაჟის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი.

Devil May Cry 5 გამოდის 2019 წლის მარტის თვეში, PC, PS4 და Xbox One პლატფორმაზე.