ცნობილი გახდა თუ სად წარიმართება The Elder Scrolls VI-ის თამაშის მოვლენები

10 ნახვები

როგორც იცით კომპანია Bethesda-მ E3 2018-ის გამოფენაზე ცნობილი RPG ჟანრის თამაშის The Elder Scrolls VI-ის ტრეილერი გვიჩვენა, სადაც მხოლოდ თამაშის სამყაროს ულამაზესი მთები ვიხილეთ. სხვა ხელჩასაჭიდი კი აქამდე არაფერი ჰქონდათ თამაშის ფანებს. თუმცა ცოტა ხნის წინ კომპანიის ვიცე პრეზიდენტს გამოფენის ფარგლებში ჟურნალისტებმა შეხვედრისას დაუსვეს კითხვა, თუ სად წარიმართება თამაშის მოვლენები, კითხვაზე მისმა პასუხმა არ დააყოვნა და უპასუხა, რომ ეს იქნება თამრიელი.

როგორც იცით თამაშის სერიის ნაწილებში მოქმედებები ხდება გამოგონილ პლანეტა ნირნის კონტინენტზე სახელად თამრიელი, მისი ცალკეული რეგიონები კი გახლავთ სკაირიმი და მოროუვინდი. კონკრეტულად რომელ რეგიონში წარიმართება მოვლენები ეს უცნობია.

The Elder Scrolls VI ჯერ-ჯერობით შექმნის საწყის სტადიაზე იმყოფება.