Sekiro: Shadows Die Twice-ის ახალი დეტალები

28 ნახვები

როგორც იცით კომპანია Microsoft-მა E3 2018-ის გამოფენაზე ახალი თამაში Sekiro: Shadows Die Twice წარმოგვიდგინა. თამაშზე მუშაობს ცნობილი კომპანია FromSoftware, რომელიც ცნობილია Dark Souls-ით, Bloodborne-ით და Demon’s Souls-ით. ჟურნალ PC Gamer-ის თანამშრომელმა შეძლო თამაშის შემდგომ ჩვენებაზე დასწრება და საკუთარი შეხედულებები გაგვიზიარა.

Sekiro: Shadows Die Twice არ გახლავთ როლური თამაში. მასში არ არის პერსონაჟის არანაირი სტატისტიკა, კლასები, ჩაცმულობის ცვლილებები, იარაღი და მრავალმომხმარებლური რეჟიმი. ერთადერთი ნივთი რისი ცვლილებაც შესაძლებელია ეს გახლავთ პერსონაჟის ხელის პროტეზი და მისი სხვა და სხვა ტიპის სამაგრი. აღნიშნული ნივთის გასაუმჯობესებელი ახალი დეტალები კი მიმოფანტულია თამაშის სამყაროს სხვა და სხვა ადგილებში. მათი მოძიებით კი გააუმჯობესებთ პერსონაჟის საბრძოლო შესაძლებლობებს. პროტეზის სხვა და სხვა დეტალები დაგეხმარებათ როგორც თავდაცვაში ასევე შეტევის მომენტშიც. მებრძოლის მთავარ იარაღს წარმოადგენს კატანა (ხმალი).

თამაშის სამყარო ღიად იძლევა მისი გამოკვლევის საშუალებას და ქმნის Dark Souls-ის პირველი ნაწილის სამყაროსთან მსგავსებას. თამაშში შესაძლებელია ვერტიკალურ გადაადგილების საშუალება კაუჭის დახმარებით. მის გამოსაყენებლად თამაშში არ არის დადგენილი ადგილები, ამიტომ  მისი გამოყენება ფართოდ არის შესაძლებელი როგორც სწრაფ გადაადგილებაში ასევე ბრძოლის მომენტშიც.

საბრძოლო სისტემა პოზიციონირებულია ბრძოლაში მყოფ მოწინააღმდეგეებზე. მოწინააღმდეგეებს ადვილად შეუძლიათ დაბლოკონ შეტევები, მაგრამ თუ შეტევებს გაზრდით მოწინააღმდეგის ბლოკირებას მოშლით.

თამაშის პროცესში ზოგიერთ მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება დავალების მალულად (სტელსის ჟანრში) შესრულება. აღნიშნული შესაძლებლობისათვის შემქმნელებმა თამაშისათვის რამოდენიმე ახალი მექანიკა შექმნეს, რაც საშუალებას იძლევა ირბინოთ კედელზე, დაიმალოთ ბალახში და ნებისმიერ მომენტში მალულად მოკლათ მოწინააღმდეგე. მალული მოქმედებების დახმარებით კი თამაშის გასვლისას მოთამაშეს შესაძლებლობა ექნება თავი აარიდოს ზოგიერთ ბრძოლას. თამაშში სიკვდილის შემდეგ მოთამაშეს შესაძლებლობა ექნება მომენტალურად დაუბრუნდეს ბრძოლას, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა ხელმისაწვდომი შეზღუდული რაოდენობით იქნება.

თამაშის გასვლის პროცესში შეხვდებით რამოდენიმე მონსტრს რადროსაც თქვენ იქნებით ნანადირევის ადგილას. ჟურნალ PC Gamer-ის თანამშრომლის თქმით ამდაგვარი გადაწყვეტა ბევრად უფრო მოსწონთ მოთამაშეებს ვიდრე სტანდარტულ მთავარი ბოროტმოქმედებთან ბრძოლები.

Sekiro: Shadows Die Twice გამოდის 2019 წლის დასაწყისში, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.