PlayStation E3 2018-ის პრესკონფერენცია

23 ნახვები

ნებისმიერი მოთამაშე ალბთან გაორმაგებული ყურადღებით ელოდა Sony-ის პრეს კონფერენციას E3 2018-ის გამოფენაზე. ჩვენ კი გადავხედოთ თუ რითი გაგვაოცა ამჯერად კომპანიამ.

The Last of Us: Part II: შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს თამაშის სათამაშო პროცესის ტრეილერი. კადრებზე ვიხილეთ ულამაზესი და ამავე დროს შემზარავი პოსტაპოკალიფსური სამყარო. კადრებზე რა თქმა უნდა ვიხილეთ თამაშის ერთ-ერთი მთავარი გმირი – ელი, თუმცა ჯოელი კადრებზე არ გამოჩენილა. თამაშის გამოსვლის თარიღი კვლავაც უცნობია.

Call of Duty: Black Ops 3: კომპანიამ ახალი აქციის შესახებ გვამცნო. სერვის PS Plus-ის გამომწერებს თამაშის მიღება აბსოლუტურად უფასოდ შეუძლიათ 11 ივლისის ჩათვლით. მათ კი ვისაც წინასწარ აქვთ ნაყიდი Call of Duty: Black Ops 4 შეუძლიათ Black Ops 3-ში სერიის წინა ნაწილების ოთხი განახლებული რუკა Jungle, Summit, Slums და Firing Range ითამაშონ.

Destiny 2: Forsaken: თამაშის განახლების ტრეილერში ვიხილეთ კეიდა-6 რომელიც მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში იღუპება. მოთამაშეებს სხვა მონადირეებთან ერთად მოუწევთ მომხდარი მოვლენების გამოძიება. დამატება გააუმჯობესებს შეიარაღების სისტემას. თამაშში გამოჩნდება სამი ახალი იარაღი, ასევე საბრძოლო კლასი მიიღებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს და ახალი ტიპის საბრძოლო იარაღს – მშვილდს.

Ghost of Tsushima: შემქმნელებმა სათამაშო პროცესის საკმაოდ მოზრდილი  ვიდეო წარმოგვიდგინეს. კადრებზე ნაჩვენებია თამაშის ულამაზესი გარემო და დახვეწილი ბრძოლის სისტემა.

Control: შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს ახალი თამაში, რომელიც ეყრდნობა ცნობილი Quantum Break-ის იდეებს, რომლებიც შემქმნელებმა განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანეს. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ახალგაზრდა გოგონა, რომელიც უცხოპლანეტელების შემოჭრის შემდეგ ცდილობს კონტროლი გაუწიოს საკუთარ არაორდინალურ შესაძლებლობებს. არანორმალური შესაძლებლობებით კი შესანიშნავად უსწორდება მტერს. თამაშზე მუშაობს ფინური სტუდია Remedy. თამაში გამოდის 2019 წლის აპრილის თვეში, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

განახლებული Resident Evil 2: Capcom-მა წარმოგვიდგინა კლასიკური თამაშის თანამედროვე ვარიანტი. თამაში მუშავდება სათამაშო ძრავზე RE Engine (Resident Evil 7), რომლის დახმარებითაც ნამდვილად ამაღელვებლად გამოიყურება თამაში. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება ორი პერსონაჟისათვის გათვლილი სიუჟეტური ხაზი, ლეონისა და კლერისათვის. განახლებული თამაში გამოვა 2019 წლის 25 იანვარს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

Kingdom Hearts III: თამაში როგორც იცით უკვე ვიხილეთ Microsoft-ისა და Square Enix-ის პრესკონფერენციებზე, თუმცა ამჯერად თამაშის მოვლენები არა დისნეის მულტფილმ Frozen-ში არამედ კარიბის ზღვის მეკობრეებში ვითარდება, სადაც სორა, გუფი და დონალდი ფილმის ცნობილ პერსონაჟებს შეხვდებიან. თამაში გამოდის 2019 წლის 29 იანვარს, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

Death Stranding: ჰიდეო კოჯიმამ წარმოგვიდგინა სათამაშო პროცესის ახალი ტრეილერი. კადრებზე რა თქმა უნდა ვიხილეთ თამაშის მთავარი გმირი ნორმან რიდუსი, თუმცა ტრეილერში არ გამოჩენილა მედს მიკელსენი სამაგიეროდ თამაშში გამოჩნდა ორი ქალი პერსონაჟი, ლეა სეიდი და ლინდსი ვაგნერი.

Nioh 2: შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს თამაშის მეორე ნაწილის პირველი ტრეილერი.

Spider Man: პრესკონფერენციის დასასრულს კი შემქმნელებმა ობობის სათამაშო პროცესის ახალი ვიდეო გვიჩვენეს, სადაც ობობას სხვა და სხვა ბოროტმოქმედებთან უწევს ბრძოლა. თამაშზე მუშაობს Insomniac Games. პროექტი გამოდის 7 სექტემბერს მხოლოდ PS4 პლატფორმაზე.

Déraciné: პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ კომპანია Sony-იმ From Software-თან (Dark Souls) ერთად წარმოგვიდგინა ახალი თამაში ვირტუალური რეალობის მოწყობილობისათვის PlayStation VR. მოთამაშეს მოუწევს მოჩვენების როლის თამაში, რომელმაც უნდა დაამყაროს კავშირი სკოლა ინტერნატის მაცხოვრებლებთან. თამაში გამოდის 2018 წელს.

პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი.