Capcom-მა განახლებული Resident Evil 2-ის სათამაშო პროცესის ახალი კადრები გვიჩვენა

27 ნახვები

როგორც იცით კომპანია Capcom-მა Sony-ის პრესკონფერენციაზე, რომელიც E3 2018-ის ფარგლებში გაიმართა წარმოგვიდგინა Resident Evil 2-ის განახლებული ვერსია. კომპანიამ ასევე გამოფენის ფარგლებში PlayStation Live-ის პანელზე თამაშის 12 წუთიანი სათამაშო პროცესი გვიჩვენა.

კადრებზე ნაჩვენებია ერთ-ერთი სიუჟეტური დავალების გავლის პროცესი. როგორც კადრებიდან ვხედავთ თამაშის განახლებულ ვერსიაში ცვლილება მიიღო როგორც თამაშის გრაფიკულმა მხარემ, ასევე კამერის მოძრაობამაც. ამ ეტაპზხე კამერა განთავსბულია მთავარი მოქმედი გმირის ახლოს, უკანა მხრიდან, რაც თამაშის პროცესს მეტად საინტერესოს და ამაღელვებელს ხდის.

შემქმნელებმა მაქსიმალურად ზუსტად შექმნეს თამაშის განახლებული გარემო, ცნობილი ორიგინალი ვერსიის მიხედვით. მოთამაშეებს ვისაც უკვე ნათამაშები აქვთ ორიგინალი ნაწილი ნამდვილად გაუორმაგდებათ თამაშისაგან მიღებული ემოციები, რადგან ცნობილი პოსტაპოკალიფსური ქალაქი რაკუნი ახალი დეტალიზაციითა და გრაფიკით ნამდვილად საოცრად გამოიყურება.

 

შეგახსენებთ, რომ ორიგინალი თამაში Resident Evil 2 გაყიდვაში 1998 წლის 21 იანვარს გამოვიდა. თამაშის განახლებული ვერსია კი 2019 წლის 25 იანვარს გამოვა, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.