შემქმნელებმა World War 3-ის ახალი ფოტო კადრები გამოაქვეყნეს

31 ნახვები

კომპანია The Farm 51-მა საომარი თემატიკის თამაშის World War 3-ის რამოდენიმე ახალი ფოტო კადრი გვიჩვენა. კადრებზე ვხედავთ სხვა და სხვა ქვეყნების გერმანიის, უკრაინის, პოლონეთის და რუსეთის არმიის ჯარისკაცებს.

თამაშში შეტაკებები მოხდება მსოფლიოს რეალურად არსებულ ტერიტორიებზე, იქნება მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნების სამხედრო არმიები, ასევე გლობალური საბრძოლო კამპანია. თამაშში ომის განვითარებაზე ნებისმიერი ბრძოლის შედეგი იქონიებს გავლენას. მოთამაშეებს ექნებათ ფართო არჩევანი სურვილისამებრ მოირგონ საკუთარი შეიარაღება და აღჭურვილობა. შემქმნელები გვპირდებიან, რომ თამაშში იქნება ბალისტიკური სისტემები, ჯავშნისა და შეიარაღების უახლესი მიღწევები. შემქმნელები რეგულარულად გადიან კონსულტაციებს შეიარაღებისა და საომარი მოქმედებების ექსპერტებთან. ასევე ეცნობიან ინფორმაციას სამხედრო სამეცნიერო ცენტრებიდან.

თამაშის მრავალმომხმარებლური რეჟიმის ბრძოლები გაიმართება მსოფლიოს სხვა და სხვა ცნობილ ქალაქებში: მოსკოვი, პარიზი, ვარშავა, ბერლინი და სხვა.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის შემოდგომისათვის. თამაში გამოვა მხოლოდ PC პლატფორმაზე, ხოლო მოგვიანებით შესაძლოა თამაში კონსოლურ პლატფორმებზეც ვიხილოთ. აგვისტოს თვეში კი Gamescom-ის ღონისძიებაზე შემქმნელები თამაშის სადემონსტრაციო ვერსიას გაგვაცნობენ.