შემქმნელები Killing Floor 2-ს კონსოლურ პლატფორმებზე რამოდენიმე დღით უფასოდ გასცემენ

7 ნახვები

Tripwire Interactive ზომბი აპოკალიფსის მოყვარულებს უნიკალურ აქციას სთავაზობს. კონსოლური პლატფორმის მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ აბსოლუტურად უფასოდ ითამაშონ მრავალმომხმარებლური, ზომბი აპოკალიფსის ჟანრის თამაში Killing Floor 2. აღნიშნული აქციით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 25 ივნისამდე.

თამაშის მისაღებად უბრალოდ უნდა ეწვიოთ მის გვერდს თქვენი კონსოლის ონლაინ მაღაზიაში და ჩამოტვირთოთ იგი, თუმცა თამაშით სარგებლობისათვის საჭიროა გქონდეთ ყოველთვიური სერვისის PlayStation Plus-ის ან Xbox Live Gold-ის გამოწერა. რაც შეეხება PC პლატფორმის მომხმარებლებს ისინი 60%-იან ფასდაკლებას მიიღებენ Steam-ის ონლაინ მაღაზიაში.

შეგახსენებთ, რომ თამაში PC და PS4 პლატფორმებზე 2016 წლის ნოემბერში გამოვიდა, ხოლო Xbox One პლატფორმაზე კი 2017 წლის აგვისტოს თვეში.