ჟურნალისტებმა LinkedIn-ის ქსელში Red Dead Redemption 2-თან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია აღმოაჩინეს

17 ნახვები

პორტალ VG247-ის თანამშრომლებმა LinkedIn-ზე Rockstar Leeds-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ანგარიშზე საინტერესო ინფორმაცია აღმოაჩინეს.

ჟურნალისტების ყურადღება აღნიშნულ გვერდზე მიიპყრო ცნობილი ვესტერნის ჟანრის თამაშის Red Dead Redemption 2-ის შესახებ ინფორმაციამ, სადაც აღნიშნულია, რომ თამაში გამოვა როგორც PS4 და Xbox One-ზე, ასევე PC პლატფორმაზეც. ჟურნალისტები აღნიშნული თანამშრომლის სახელს შეგნებულად ფარავენ რათა მას პრობლემა არ შეექმნას სამსახურში. აღნიშნული თანამშრომელი მუშაობდა L.A. Noire-სა და Grand Theft Auto V-ზე. როგორც იცით აქამდე შემქმნელებს Red Dead Redemption 2-ის  PC პლატფორმაზე გამოსვლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

Red Dead Redemption 2 გამოდის 26 ოქტომბერს, ოფიციალური ცნობებით PS4 და Xbox One პლატფორმებზე.