გამოქვეყნდა World War Z-ის სათამაშო პროცესის ვიდეო

7 ნახვები

Е3 2018-ის ფარგლებში კომპანია Saber Interactive-მა (ცნობილი, როგორც TimeShift) წარმოგვიდგინა ზომბი აპოკალიფსური ჟანრის თამაშის მსოფლიო ომი ზეტის (World War Z) სათამაშო (სადემონსტრაციო ვერსიის) პროცესის კადრები.

როგორც იცით თამაში იქმნება კინოსტუდია Paramount-თან თანამშრომლობით და ეფუძნება პოსტაპოკალიფსური ჟანრის ფილმს “მსოფლიო ომი ზეტს” (World War Z). შემქმნელების თქმით თამაშში გათვალისწინებული იქნება კინოსურათის სხვა და სხვა ელემენტები და რაც მთავარია თამაშში იქნება მოქნილი და შეშლილი ზომბების ჯგუფები.

მოვლენები განვითარდება იერუსალიმში, ნიუ-იორკში და მოსკოვში. თამაში იქნება ეპიზოდებად დაყოფილი, სადაც ყოველ ეპიზოდს საკუთარი პერსონაჟები და მათი ინდივიდუალური ისტორიები ექნება. ყოველ პერსონაჟს შესაძლებლობა ექნება თან ატაროს 3 ტიპის იარაღი, პისტოლეტი, ავტომატური იარაღი და მსხვილ კალიბრიანი იარაღი. თამაშში ასევე იქნება პერსონაჟის სხვა და სხვა დეტალების სურვილისამებრ მორგების შესაძლებლობა

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია წლის ბოლომდე, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.