გამოქვეყნდა Life is Strange 2-ის პირველი ტრეილერი და გამოსვლის თარიღი

37 ნახვები

სტუდია Dontnod Entertainment-მა წარმოგვიდგინა პირველი ტრეილერი თამაშისა Life is Strange 2 და მისი გამოსვლის თარიღიც გვიჩვენა.

ტრეილერი არ გახლავთ სრულმასშტაბიანი, იგი სულ 20 წამს გრძელდება და მასში ჩანს მხოლოდ შავი ზურგჩანთა, რომელზეც ვხედავთ თამაშის პირველი ეპიზოდის გამოსვლის თარიღს. თავად თამაშზე ბევრი არაფერია ცნობილი. მასზე მუშაობს კვლავაც Dontnod Entertainment, რომელიც მუშაობდა თამაშის პირველ ნაწილზე. თამაშის მოვლენები ვითარდება ორიგინალი თამაშის  შემდეგ და მასში წარმოდგენილი იქნება სრულიად ახალი ისტორია და ახალი გმირები.

თამაში პირველი ეპიზოდი გამოდის 2018 წლის 27 სექტემბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. დანარჩენი ოთხი ეპიზოდი კი დროის მცირე ინტერვალებით გამოვა. თამაშის შესახებ დამატებით ინფორმაციას შემქმნელები აგვისტოს თვეში Gamescom-ის ღონისძიებიდან გაგვაცნობენ.