ახალი დეტალები The Last of Us 2-ზე

42 ნახვები

როგორც იცით კომპანია Sony-იმ E3 2018-ის პრესკონფერენციის ფარგლებში The Last of Us 2-ის სათამაშო პროცესი გვიჩვენა, სადაც თამაშის წინა ნაწილის ცნობილი მთავარი გმირი ჯოელი არ გამოჩენილა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოთამაშეებს რა თქმა უნდა გაუჩნდათ კითხვა, სადაა ჯოელი. ზოგი მოთამაშის აზრით ჯოელი დაიღუპა და თამაშის მეორე ნაწილის მთავარი გმირი იქნება ელი, რომელსაც მოუწევს შურისძიება ჯოელის გამო.

თამაშის შემმნელებმა სტუდია Naughty Dog-იდან კი გაგვიმხილეს ახალი დეტალები თამაშთან დაკავშირებით. დავიწყოთ ჯოელით. შემქმნელებმა დაამშვიდეს თამაშის ფანები და დაგვიდასტურეს, რომ ჯოელი ცოცხალია და იგი რა თქმა უნდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თამაშის მოვლენებში.

შემქმნელების თქმით თამაშს ექნება კლასიკური მრავალმომხმარებლური რეჟიმი Factions თამაშის წინა ნაწილიდან, რომელიც მიიღებს ცოტაოდენ ცვლილებებს. სხვა დეტალებზე აღნიშნულ რეჟიმთან დაკავშირებით შემქმნელები ჯერჯერობით მეტს არ საუბრობენ, თუმცა გპირდებიან, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაგვიმხელენ.

შეგახსენებთ, რომ თამაშის წინა ნაწილი The Last of Us 2013 წლის 14 ივნისს გამოვიდა, ექსკლუზიურად PS3 პლატფორმაზე, ხოლო 2014 წლის 29 ივლისს თამაში ახალი თაობის კონსოლმა PS4-მაც მიიღო.