ახალი დეტალები თამაშის Control-ის შესახებ

50 ნახვები

 

როგორც იცით კომპანია Sony-იმ E3 2018-ის გამოფენაზე მოულოდნელად ახალი თამაში Control წარმოგვიდგინა და მისი სათამაშო პროცესიც გვიჩვენა. თამაშზე მუშაობს კომპანია Remedy Entertainment.

თამაშის მოვლენები ვითარდება ქალაქ ნიუ-იორკში, ფედერალური ბიუროს სათავო ოფისში, სადაც მოხდა უცხოპლანეტური არსებების შემოჭრა, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც Hiss. გაურკვეველმა არსებებმა სწრაფად აიღეს კონტროლი მთელს შენობაზე და მასში მყოფი თანამშრომლებიკი დაინფიცირდნენ და შეშლილ არსებებად იქცნენ. რაც უფრო მაღალ დონეზე გადის თამაშის გმირი მით უფრო რთულდება დაავადების სახე.

თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ჯესი ფეიდი, რომელიც აღნიშნული შემოჭრის დროს ბიუროს შენობაში იმყოფებოდა, სადაც საკუთარ კითხვებზე პასუხების მისაღებად მივიდა, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე აწუხებდა. ახლა კი კონტროლის ხელში ჩასაგდებად მას მოუწევს ბრძოლა. შემქმნელები ჯერ-ჯერობით პერსონაჟის წარსულზე არ საუბრობენ, თუმცა მათი განცხადებით ჯესის წარსული სავსეა სიბნელითა და მისტიურობით.

თამაშის მოვლენები განვითარდება მხოლოდ აღნიშნულ შენობაში, რომელიც ყოველწუთს იცვლება და ხსნის სხვა სამყაროებისაკენ მიმავალ გზებს.

შემქმნელების თქმით თამაში არ გახლავთ ღია სამყაროს მქონე, თუცა იგი ბევრად მასშტაბურია ვიდრე კომპანიის უკანასკნელი პროექტი Quantum Break. თამაშში ტრადიციულ სიუჟეტურ ხაზთან ერთად იქნება დამატებითი დავალებები, რომლებიც მოთამაშეს უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის პერსონაჟის და მომხდარი მოვლენების შესახებ.

რაც შეეხება პერსონაჟის შეიარაღებას. თამაშის წარდგენისას შემქმნელებმა გვიჩვენეს ორი ტიპის იარაღი: პისტოლეტი და მსხვილ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ჯესის მთავარი და ძირითადი რა თქმა უნდა მისი არანორმალური და ზებუნებრივი შესაძლებლობებია. თამაშში გარემო ბრძოლის მიმდინარეობაზე დიდ როლს თამაშობს, რადგან გარშემო არსებული სხვა და სხვა დეტალების გამოყენაბა პერსონაჟის ზებუნებრივი ძალის დახმარებით შესაძლებელია, როგორც თავდაცვისათვის, ასევე ბრძოლაში გამოსაყენებლად.