Steam-ზე დიდი საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო

56 ნახვები

ერთ-ერთმა უდიდესმა თამაშების ონლაინ მაღაზია Steam-მა დაიწყო დიდი საზაფხულო გალაქტიკური მაშტაბის ფასდაკლება (the intergalactic summer sale). აღნიშნული აქციის ფარგლებში მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის საყვარელი თამაშები 90%-მდე ფასდაკლებით მიიღონ.

აღნიშნული ფასდაკლება Steam-ის სერვისში იქნება ყველაზე მასშტაბური ბოლო დროის მანძილზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება უამრავი განსხვავებული ჟანრის თამაში. აქციის ფარგლებში მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ფასდაკლება ისეთ ცნობილ პროექტებზე როგორებიცაა:  Fallout, Grand Theft Auto, The Elder Scrolls, Assassin’s Creed, Dying Light, The Witcher, Prey, Dark Souls, Frostpunk, Counter-Strike: Global Offensive, Nioh და სხვა მრავალი. ფასდაკლება გაიმართება 5 ივლისამდე.

აქციის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია უფასო თამაში სახელად Saliens. რომლის თამაშიც შესაძლებელია როგორც Steam-ის სათამაშო კლიენტიდან ასევე პირდაპირ ვებ საიტიდან. მასში გამარჯვების შემთხვევაში კი მიიღებთ უფასო თამაშებს.