Shadowrun Returns Deluxe-ის მიღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი

19 ნახვები

როგორც იცით თამაშების ონლაინ მაღაზია Humble Bundle საკმაოდ გულუხვი გახლავთ მოთამაშეების მიმართ და ხშირად გვიკეთებს სიურპრიზებს უფასო თამაშების ჩუქებით. ამჯერად სერვისი გვთავაზობს ტაქტიკური როლური ჟანრის თამაშს Shadowrun Returns Deluxe, რომელშიც შედის ყველა არსებული დამატება.

აღნიშნული თამაშის მისაღებად უნდა გადახვიდეთ მაღაზიაში არსებულ თამაშის გვერდზე. დარეგისტრირდეთ სიტზე, ან თუ უკვე გაქვთ რეგისტრირებული ანგარიში უბრალოდ შეხვიდეთ მომხმარებლის ლოგინითა და პაროლით. დაამატეთ თამაში თქვენს საყიდლების სიაში, დაადასტურეთ მისი ყიდვა (რა თქმა უნდა უფასოდ), შემდეგ გადადით თქვენს ელექტრონულ მისამართზე სადაც დაგხვდებათ თამაშის გასაღების ბმული, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია Steam-ის ონლაინ მაღაზიაში, ხოლო თუ აღნიშნული სერვისიც არ გაქვთ მასზე დარეგისტრირებაც მარტივად შეგიძლიათ. უბრალოდ მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია, ჩამოტვირთეთ Steam-ის სათამაშო კლიენტი და გაააქტიურეთ აღნიშნული თამაში სრულიად უფასოდ.

თამაში როგორც ზემოთ ავღნიშნე გახლავთ ტაქტიკური როლური ჟანრის. მასში მოქმედება ხდება მომავლის სამყაროში Shadowrun. მოთამაშეებს წინ ელით 10 საათამდე სრულფასოვანი სათამაშო პროცესი, დიალოგებითა და საოცარი სათამაშო ატმოსფეროთი.

არ დაგავიწყდეთ, რომ თამაშის გაცემა მიმდინარეობს შეზღუდული დროით 23 ივნისამდე.