War Thunder ახლა უკვე Xbox One პლატფორმაზეც

23 ნახვები

კომპანია Gaijin Entertainment-მა განაცხადა, რომ საომარი თემატიკის ონლაინ თამაში War Thunder ადრეული სტადიით უკვე ხელმისაწვდომია Xbox One პლატფორმაზე. თამაში Xbox One X-ის ვერსია მხარდაჭერილი იქნება 4კ გაფართოებით და РС პლატფორმის მომხმარებლებთან (ქროსპლატფორმა) ერთად თამაშის შესაძლებლობით. Xbox One-ის მომხმარებლებისათვის თამაშში ხელმისაწვდომი იქნება უნიკალური ტიტულები, ტექნიკის სხვა და სხვა ექსკლუზიური მოდელები როგორებიცაა: კომპანია Chrysler-ის ტანკი Abrams — XM-1, მოიერიშე F4U-4B Corsair და ესკადრილიის VMF-214, ასევე ამერიკული ხომალდი USS Bennion.

თამაშში ასევე ყველა არსებულ პლატფორმაზე ერთდროულად გაიმართება ახალი რეჟიმის საზღვაო ბრძოლების ტესტირბა, რომელშიც ჩართული იქნება როგორც მცურავი ხომალდები ასევე ავიაცია. როგორც იცით შემქმნელებს თავდაპირველად სურვილი ქონდათ, რომ ერთ სივრცეში გაეერთიანებინათ როგორც საზღვაო და საჰაერო ისე სახმელეთო ბრძოლები. ტესტირებისას მოთამაშეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება 50-მდე საბრძოლო ხომალდი, როგორც ამერიკის ისე გერმანიის ფლოტიდან. ტესტირების დაწყებასთან ერთად გამოჩნდება ახალი ხომალდებიც.