Metro: Exodus უკვე მზადაა

100 ნახვები

პორტალ GameInformer-თან ინტერვიუში პოსტაპოკალიფსური თამაშის Metro: Exodus-ის პროდიუსერმა ჯონ ბლოკმა განაცხადა, რომ თამაშზე მუშაობა დასრულდა.  თამაში ამ დროისათვის იდეალურად მუშაობს კონსოლურ პლატფორმებზე. ჯონ ბლოკის თქმით ასეთი სრულყოფილი პროექტი არასოდეს ყოფილა, სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება 4A Games-მა და წარმოგვიდგინა თამაში კონსოლურ პლატფორმა Xbox One X-ზე, რომელიც გაშვებული იქნა 4K გაფართოებაზე.

დიახ ჩვენ კიდევ გვაქვს მცირე დეტალები გასაუმჯობესებელი, ასევე მუშაობა ოპტიმიზაციასთან, მაგრამ ამ დროისათვის თამაში იდეალურ ფორმაშია. ამიტომ მერწმუნეთ, რომ დარჩენილი დრო დაეთმობა თამაშის გასუფთავებას და არა მის შექმნას.  ჯონ ბლოკი.

როგორც იცით თამაშის გამოსვლა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2018 წლის შემოდგომისათვის, თუმცა შემდეგ შემქმნელებმა აღნიშნული თარიღი გადაწიეს და ახალი ვადით თამაში 2019 წლის 22 თებერვალს გამოვა, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.