ცნობილი გახდა The Spectrum Retreat-ის გამოსვლის თარიღი

38 ნახვები

კომპანია Dan Smith Studios-ის სათავგადასავლო, თავსატეხის ჟანრის თამაში The Spectrum Retreat, რომელიც გახლავთ BAFTA Young Game Designers Award-ის პრემიის მფლობელი გაყიდვაში მომავალი თვის 10 რიცხვიდან გაეშვება.

თამაშის მოვლენები ვითარდება ახლო მომავალში. თქვენ იღვიძებთ მყუდრო მაგრამ ხალხისაგან დაცარიელებულ სასტუმრო The Penrose-ში. თქვენი უმთავრესი დავალება კი რა თქმა უნდა მდგომარეობს შემდეგში, გაარკვიოთ რატომ მოხვდით იქ და რა ხდება თქვენს ირგვლივ. ამისათვის კი თქვენ მოგიწევთ გამოიკვლიოთ თქვენს ირგვლივ არსებული ყველა შენობა. გზაზე კი შეხვდებით უამრავ უცნაურ და ფერად თავსატეხს, ასევე სტუმართმოყვარე მაგრამ არა საიმედო მექანიზმებს.

თამაში გამოდის 10 ივლისს, PS4 პლატფორმაზე, ხოლო 3 დღის შემდეგ კი 13 ივლისს PC და Xbox One პლატფორმებზე. რაც შეეხება Nintendo Switch-ს, აღნიშნული პლატფორმა თამაშს ზაფხულის ბოლომდე მიიღებს, უფრო კონრეტული თარიღი უცნობია. კონსოლების PS4-ისა და Xbox One-ის მფლობელებისათვის უკვე ხემისაწვდომია თამაშის წინასწარი შეკვეთეები. PS4-ის მფლობელები კი საჩუქრად მიიღებენ თამაშის უნიკალურ თემას საკუთარი კონსოლებისათვის.