შემქმნელებმა Metro: Exodus-ის სამყაროს ზომებზე ისაუბრეს

44 ნახვები

როგორც იცით E3 2018-ის ღონიშძიებაზე შემქმნელებმა 4A Games-დან Metro-ს ახალი სერიის Exodus-ის სათამაშო პროცესის ვიდეო გვიჩვენეს. შემქმნელების თქმით თამაშის წინა სერიაში Metro: Last Light-ში ყველაზე დიდი ადგილი გახლდათ 200 კვადრატულ მეტრამდე, ხოლო ახალი ნაწილის სათამაშო პროცესში ნაჩვენები ადგილი ვოლგა აღნიშნულთან შედარებით 100 ჯერ დიდი გახლავთ და 2000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

კადრებზე შემქმნელებმა გვიჩვენეს მდინარე ვოლგა და მის ირგვლივ განლაგებული უამრავი მტრულად განწყობილი ადამიანი, გაურკვეველი რელიგიური სექტანტები და ასევე შემზარავი არსებები.

შემქმნელებმა ახლიდან შეიმუშავეს მოწინააღმდეგის ხელოვნური ინტელექტი, რათა ბრძოლები დიდ მასშტაბებზე განსხვავებული იყოს მის წინა ნაწილთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ თამაში საკმაოდ დიდია ის არ გახლავთ ღია სამყაროს მქონე და მას ექნება შეზღუდვები.

თამაში გამოდის 2019 წლის 22 თებერვალს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.